|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ყოფილი სამართალდამცავი უხელმძღვანელებს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურს უფროსის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. აღნინშნულ თანამდებობაზე ყოფილი სამართალდამცავი, ზვიად ჯავახია დაინიშნა.

ჯავახიამ ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ტატო ლილუაშვილი შეცვალა, რომელიც მერიის კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს.
newpress.ge-ს ინფორმაციით ზვიად ჯავახია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თანაკლასელია.
საკადრო ცვლილება მერიაში გუშინ განხორციელდა.
  

ავტორი: თეკლე მორგოშია