|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ორი მცირეწლოვანი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს

ქუთაისში ორი მცირეწლოვანი, რომლებიც  მინდობითი აღზრდით სხვა ოჯახში იზრდებოდნენ, ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს.

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მცირეწლოვნების, სოციალურად დაუცველ გიორგაძეების ოჯახში დაბრუნება, "განსაკუთრებულ საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
როგორც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა ნათია დიაკონიძე ამბობს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის პროგრამის მეშვეობით შვილების დაბრუნება შეძლო. თუმცა თანხა, რომელსაც ყოველთვიურად დახმარების სახით ღებულობს, ბავშვების სრულფასოვნად აღსაზრდელად საკმარისი მაინც არ არის.     
"რა თქმა უნდა ექვსი შვილის აღსაზრდელად ჯამში სხვადასხვა დახმარებებიდან აღებული თანხა  არ არის სრულად საკმარისი, მაგრამ მაინც შეღავათია და რაც მთავარია შვილების ოჯახში დაბრუნება შევძელი," – ამბობს მრავალშვილიანი ნათია დიაკონიძე. 
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის "განსაკუთრებულ საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამის" ფარგლებში, ნათია დიაკონიძე ყოველთვიურად 400 ლარს იღებს. (თითო მცირეწლოვანზე 200 ლარი).
ამასთანავე, დიაკონიძეს "მრავალშვილიანი დედების დახმარების" პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად 120 ლარიანი დახმარება ეძლევა. 
გიორგაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მარგველაშვილმა მოინახულა. 

ავტორი: ანა ჯანაშია