|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური - მედიასთან ვიქნებით გახსნილი

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურiს უფროსის მოვალოების ახალი შემსრულებლის, ზვიადი ჯავახიას განმარტებით, მისთვის პრიორიტეტი იქნება საჯარო ინფორმაციის გასაჯაროება. აღნიშნულის შესახებ, ჯავახიამ დღეს ჟურანალისტებთან შეხვედრის დროს განმარტა. 

"საზოგადოებას მივაწოდებ მათთვის  მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას. ასევე, მედიასთან ვიქნები გახსნილი და ღია", - განმარტა ზვიადი ჯავახიამ. მისი განმარტებით, ის 2004 წლიდან შსს-ში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ, აღმასრულებელ ორგანოში. ჯავახიას აქვს ასევე, თავისი საადვოკატო ფირმა. 
ზვიადი ჯავახია აღნიშნულ თანამდებობზე მიმდინარე წლის 1 აპრილს დაინიშნა

ავტორი: თეკლე მორგოშია