აქცია პარლამენტთან – დასრულდეს უკანონო მოსმენების სამარცხვინო ფაქტები [Photo]
"ვიცით გვისმენთ, მაგრამ ჩვენი თუ გესმით?!," "შეწყდეს უკანონო მოსმენები," – ეს ის მესიჯებია, რომელიც დღეს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გაჟღერდა.

აქცია, კამპანია "ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" ფარგლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს მოუწოდეს, დროულად მიიღონ კანონმდელბლობა, რომელიც საქართველოში უკანონო მოსმენების პრაქტიკას მოსპობს.
"მალე უნდა დასრულდეს საქართველოში უკანონო მოსმენების სამარცხვინო ფაქტები," – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მენეჯერი ანდრია არჩვაძე.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის გიორგი ჭიქაბერიძეს თქმით, საქართველოში უკანონო მოსმენების მანკიერი პრაქტიკა იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ საქართველოს პარლამენტი "სამოქალაქო საზოგადოების" მიერ შემუშავებულ კანონპროეტქს დაამტკიცებს.
"პარლამენტში განიხილება კანონპროექტი კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი, ინიცირებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ და შესამაბისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, რაც საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაცულს გახდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,"– განმარტავს ჭიქაბერიძე.
თუ რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ კამპანიის მონაწილეებს და რას აპირებენ კანონმდებლობაში ცვლილებების არასახვის შემთხვევაში, ნახეთ დღეს newpress.ge-ის გადაცემაში "აქცენტი", 19 საათზე
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა