შოთა მურღულია – ამაყი ვარ, რომ ქვეყნის მასშტაბით ქუთაისი პირველ ადგილზეა
ქუთაისის მერია, მიმდინარე წელს, ტენდერების გამოცხადების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ განმარტება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ, 2015–2017 წლების ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, საზოგადოება "ბაღის კიდისა" და "ქუთაისელის" წარმომადგენლებლთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მურღულია, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, ამ საკითხის გამო კმაყოფილებას გამოთქვამს. მან ასევე, აღნიშნა, რომ გასულ წელს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას, მას გარღვეული ბიუჯეტი და ჩავარდნილი ტენდერები დახვდა.
"მას შემდეგ, რაც მე ჩავერთე ბიუჯეტის დაგეგმვაში და მივიღეთ კიდევაც მთავარი საფინანსო დოკუმენტი, პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდანვე გამოგვეცხადებინა ტენდერები და დღეს ამაყი ვარ იმის გამო, რომ ამ კუთხით პირველ ადგილზე ვართ," – განმარტა მურღულიამ.
მისივე განმარტებით, ის როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წარმოსული პირი, ქალაქში მიმდინარე პროექტებს უწევს ლობირებას და აცხადებს, რომ ქუთაისში სოციალური ფონი დაბალია.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა