|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 თვემდე ასაკის დევნილ ბავშვებს "ჰიპოკრატე" დაასაჩუქრებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს საჩუქრად პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცემათ. აღნიშნული ინიციატივა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სამედიცინო ფონდ "ჰიპოკრატესთან" თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

6 თვემდე დევნილი ბავშებ პირველადი მოხმარების ნივთებს სამედიცინო ფირმა "ჰიპოკრატესგან" მიიღებენ.  სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ საჩუქრების მისაღებად მშობლებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროს,  სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს უნდა მიმართონ. დახმარების მსურველმა მშობლებმა თან ბავშვის დაბადების და დევნილის მოწმობა უნდა წარადგინონ.

ავტორი: დეა მანაგაძე