ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია მთავრობის ყოფილ სახლში იმუშავებს
ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისია, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადადის.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, კომისია დროებით, 6 თვით გადავა მთავრობის ყოფილ შენობაში.
#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა, რომელიც რეაბილიტირებულ უნაბში (პუშკინისქუჩა #14–ში) მდებარეობდა, მიმდინარე წლის იანვარში დაიწვა. კომისია იანვრიდან ამ დრომდე, მართვის ტერიტორიული ორგანოს "ქალაქ მუზეუმის" შენობაში ფუნქციონირებს. თვითმმართველობის არჩევნებითვის კი საოლქო კომისია მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იმუშავებს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















