ქუთაისის მერიამ კალათბურთის გუნდის მწვრთნელი თასის მოპოვებისთვის ბიბლიით დაასაჩუქრა
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, საკალთბურთო კლუბის "ქუთაისი 2010"-ის სპორტსმენებსა და მწვრთნელებს უმასპინძლა.
"ქუთაისი 2010"-მა კალათბურთში საქართველოს თასისთვის ბრძოლაში სოხუმელი კალათბურთელები დაამარცხეს.
"კალათბურთის ისტორიაში პირველია, როდესაც თასი შემოვიდა ამ ქალაქში. მცირედი რესურსით, ქალაქის სიყვარულითა და მოტივაციით შეძლეს ამ ადამიანებმა წარმატების მიღწევა," - განმარტა იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქის მერია სპორტის ამ სახეობას ხელს შეუწყობს.
მერიამ გუნდის მწვრთნელს, მალხაზ კოხრეიძეს საჩუქრად ბიბლია გადასცა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
11:17
11:11
















