|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი 9 აპრილის ტრაგედიაზე – ჩვენ დავასრულებთ მათ ოცნებას

9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალთან, გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს  დღეს  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა. 

9 აპრილში დაღუპულთა სულებს პანაშვიდი გადაუხადა ქუთათელ გაენათელმა, მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ. მეუფე კალისტრატე  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოში სულ სიკეთის და ბოროტების ჭიდილი იყო. 
"მაგრამ მგონია, რომ შურისძიება სიკეთეს ვერ მოიტანს. ვიდრე ამაზე ვიფიქრებთ ქვეყან ყოველთვის  ასეთ მდგომარეობაში იქნება", – განმარტა მეუფე კალისტრატემ.  
"იმედი მაქვს, ჩვენ დავასრულებთ იმ ოცნებას, რომელითვისაც იბრძოდნენ ეს ადამინები. სწორედ, ამათმა ჩაუყარეს საფუძველი იმას რომ ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ იმ ოცნების ახდენას, რასაც მათ თავი შესწირეს", – აღნიშნა  იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა. 
9 აპრილის ტრაგედია, 1989 წელს მოხდა.  

ავტორი: თეკლე მორგოშია