სენსაციური ამბავი: წითელამ შეიძლება კიბო დაამარცხოს
სენსაციური ამბავი გაავრცელეს გერმანელმა ექიმებმა: წითელას ვირუსმა შეიძლება კიბო დაამარცხოს. გერმანელი მეცნიერები მუშაობენ, შეცვალონ კიბოს ვირუსთან ბრძოლის მიმართულება.
ფაქტია, რომ წითელა თავისთავად ძალიან საშიში დაავადებაა. ამ შემთხვევაშიც, არსებობს შიში, რომ ადამიანის ჯანმრთელობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.
ცნობილი გახდა საოცარი შემთხვევა, როდესაც კიბოთი დაავადებული პატარა ბიჭი გამოჯანმრთელდა მას შემდეგ, რაც წითელას ინფექციით დაავადდა.
ამ ფაქტმა აიძულა მეცნიერები, მიზანმიმართულად იმუშაონ ჩვენი დროის შავი ჭირის დასაძლევად. არის შედეგიც: დამზადდა ვირუსი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ კიბოს დასუსტებულ უჯრედებზე და მთლიანად ორგანიზმს არ აზიანებს. ახალი პრეპარატი გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი აცრა.
actualnews.org
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი