არჩევნების შემდეგ იმერეთის გუბერნია ქუთაისის მერიის შენობას დატოვებს?
newpress.ge–ის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე მთავრობის ყოფილი სახლის შენობაში შესაძლოა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია გადავიდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სამხარეო ადმინისტრაციაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
"ეს საკითხი ოფიციალურად, ჯერ–ჯერობით არ განიხილება", – განმარტავენ აღნიშნულ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში სამხარეო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადავა.
ამ დროისთვის აღნიშნული სახლი უფინქციოდაა. თუმცა, საარჩევნოდ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით გადავა.
რაც შეეხება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ის, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არის განთავსებული.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა