"დაპირება 24 საათიან წყალმომარაგებაზე ქუთაისში ჯერჯერობით არ შესრულდება"
ამ დრომდე დაპირებად დარჩენილი 24 საათიანი წყალმომარაგება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების არარსებობა, წყლის უწყვეტად მიწოდებისთვის საჭირო ერთიანი ხედვის არქონა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება - აღნიშნული საკითხები, დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონეფერნცია "იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ" ფარგლებში განიხილეს.
კონფერენციაში მონაწილეობა ქუთაისის მაჟორიტარმა გუბაზ სანიკიძემ,
იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.
როგოგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ასა"–ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე ამბობს
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები,
სემეკი, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროები თავს არიდებენ საკითხს და პრობლემაც გადაუჭრელი
რჩება.
აღსანიშნავია, რომ ზევითჩამოთვლილი სტრუქტურებიდან კონფერენციაზე მიწვეული წარმომადგენლები შეხვედრას არ დაესწრნენ.
"არაფერი არ ეშველება წყალმომარაგებას მანამ, ვიდრე ადგილობრივ
თითმმარველობას არ გადმოეცემა წყალმომარაგების საკითხების მართვა. მართალია პოლიტიკოსები გამოდიან და
ამბობენ, რომ
ქუთაისი უწვეტ წყალმომარაგება გადავა, მაგრამ შედეგი არ სჩანს. რათქმაუნდა, დაპირება 24 საათიან წყალმომარაგებაზე ქუთაისში ჯერჯერობით არ შესრულდება. რადგან პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, მისი ნაწილი სრულდება, ნაწილი კი ვერა. არსებობს ხარვეზები და შეფერხებები," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ასა" -ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.
ქუთაისის მაჟორიტარის გუბაზ სანიკიძეს განცხადებით, კონფერენციის მიზანი იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების მიერ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა და მიზნების დასახვაა, რათა წყამომარაგების პრობლემების საბოლოოდ გადაჭრა მოხდეს.
კონფერენციაზე მყოფების თქმითვე, ასევე აუცილებელია აღნიშნული საკითხების მონიტორინგში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება.
ავტორი: ანა ჯანაშია