|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი ჭიჭინაძე - ძნელია ასეთ სიტუაციაში ვინმეს მიტოვება

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი ჭიჭინაძე თანამდებობაზე რჩება.  აღნიშნულის შესახებ განცხადება მან, დღეს, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელთან, შოთა მურღულიასთან,  და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად, გააკეთა. 

ჭიჭინაძის განმარტებით,  მან მხარდაჭერის პირობა მიიღო როგორც ადგილობრივი ისევე ცენტრალური ხელისუფლებიდან. 
"ძნელია  ასეთ სიტუაციაში ადამიანების მიტოვება. რაღაცას ან ვიღაცას უნდა გაუწიო ანგარიში", - განაცხადა გოგი ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძემ კულტურის მინისტრს დაახლოებით ერთი თვის წინ, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობიდან  გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი