2014-2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2014-2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, რომელიც 3 ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპზე რეგისტრაცია
დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და 2 მაისს დასრულდება.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და 20 ივნისს დასრულდება .
ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.
III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და 2014 წლის 18 ივლისს დასრულდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების
რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ
I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.
ავტორი: ნიუპრესი