ქუთაისელმა ნიჩბოსნებმა აზერბაიჯანში სამი ოქრო მოიპოვეს
2014 წლის 16–20 აპრილს, აზერბაიჯანში, ქალაქ მინგეჩაურში ნიჩბოსნობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელობის თასის მოსაპოვებელი ღია პირველობა გაიმართა.
საქართველოს აკადემიურ ნიჩბოსანთა ნაკრები აზერბაიჯანში 16 აპრილს გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრებს 1999 წელს დაბადებული, ქუთაისის სანიჩბოსნო სკოლის აღსაზრდელები, გიორგი კოპალიანი და გივი ჯანელიძე წარმოადგენდნენ, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებს სამი ოქროს მედალი
მოუტანეს.
აზერბაიჯანის პირველობაზე გამარჯვებული
ქართველი სპორტსმენები ქუთაისის სანიჩბოსნო სკოლის მწვრთნელის, მერაბ ჯანელიძის აღზრდილები არიან.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა