|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობის გასაყიდად აუქციონი მესამედ გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ცისფერყანწელთა ქუჩა #4-ში მდებარე მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობის გასაყიდად აუქციონი მესამდე გამოაცხადა.

აუქციონზე, შენობის მეორე სართულის (528 კვ. მ ფართი) გასაყიდი საწყისი ღირებულება 170,000 ლარია.

თუმცა, როგორც ქუთაისის ადგილორივ თვითმმართველობაში განმარტავენ, შენობის შესყიდვით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

"აუქციონი გამოცხადდა 17 აპრილს და მთავრდება 5 მაისს. თუმცა ჯერჯერობით შენობის შესყიდვის მსურველი არ ჩანს," - ამბობს ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოადგილეს მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგრიჭიანი.

სააუქციონო პირობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოფილი მასწავლებელთა სახლის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს. რაც იმას გულისხმობს, რომ შენობის, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გარე ფასადი, შენარჩუნებული უნდა იყოს. 

სააუქციონე პირობების თანახმადვე, აუქციონში გამარჯვებულმა, მისი გამოვლენის შემთხვევაში, პრივატიზებული ობიექტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დაასრულოს. 

მასაწავლებელთა სახლის ყოფილი შენობის გაყიდვის მიზნით, ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს აუქციონი ორჯერ გამოაცხადა. 

თუმცა იმის გამო, რომ შენობის შესყვიდის სურვილი არავის გამოუთქვამს, აუქციონი ორჯერვე ჩაიშალა. 

როგორ გამოიყურება მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა ქუთაისში, ნახეთ 

ფოტორეპორტაჟში newpress.ge -ზე. 

ავტორი: ანა ჯანაშია