გია თევდორაძე - თუკი უკანონო ქონებას აღმომიჩენენ მზად ვარ პოლიტიკიდან წავიდე
"ქართული ოცნება" საარჩევნოდ პარლამენტის უმცირესობის წევრის და ქუთაისის ყოფილი მერის, გია თევდორაძის დისკრეტიდიტაციას ცდილობს. რის გამოც, მის ირგვლივ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება. აღნიშნულის შესახებ გია თევდორაძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია მის ქონებრივ დეკლარაციაზე ცრუ ბლადებას ავრცელებს.
"თუკი აღმოაჩენენ რამე უკანონო ქონებას მე მზად ვარ პარლამენტში ჩემს იმუნიტეტზე და საერთოდ პოლიტიკაზე უარი ვთქვა", - განაცხადა თევდორაძემ.
საქმე იმაშია რომ მიმდინარე წლის 5 თებერვალს ეკა ბესელიამ განაცხადა რომ გია თევდრაძე 5 მილიონი ქონება აქვს,რომელიც სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდში მოიპოვა. ბესელიას თქმითვე, აღნიშნული ქონება კი თავისი ახლობელების სახელზე აქვს გაფორმებული. მაშინ ბესელიამ აღნიშნული განმარტება არასმთავრობო ორგანიზაციების, საიას, "ახალგაზრდა ადვოკატების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევის საფუძველზე ქონდა.
თევდორაძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს წერილობით მიმართა იმის შესახებ თუ რა კვლევა ჰქონდათ. თუმცა, ის ამბობს, რომ მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
"მხოლოდ "ახალგაზრდა ადვოკატებიდან" მივიღე პასუხი, რომ არანაირი კვლევა მათ არ ჩაუტარებიათ", - აღნიშნა თევდორაძემ.
ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პროკურატურაც უნდა დაინტერსებულიყო. ნამდვილად ფლობდა თუ არა ის ამდენ ქონებას ან ცრუ ბრალდებით საქმე უნდა აღეძრ, მაგრამ ასე არ მოხდა", - ამბობს თევდორაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის განმარტებით,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის სასამართლოში აღძვრას აზრი არ აქვს. რადგან, ის თვლის, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის.
"მით უფრო, როცა ეს ყველაფერი არის წინასწარ გამიზნული დისკრედიტაცია. რადგან, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად მოიაზრება", - ამბობს თევდორაძე.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა