ღარიბაშვილი - გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს დეოკუპაციისთვის
"ძალიან მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იქნება ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის სასახლეში მერობის კანდიდატების წარდგენაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ქვეყანას გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება.
მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყანა.
"ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. გვაქვს იმედი, რომ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში ქუთაისის მერობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" შოთა მურღულია დაასახელა. ამის გარდა, პრემიერმა 11 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატებიც დაასახელა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა