|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატი მივლინებაში იმყოფება

ქუთაისის მერი მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია სამდღიან მივლინებაში იმყოფება. მურღულია მივლინებაში დღეს გავიდა და ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაბრუნდება. 

ამ დროისთვის მერის მოვალოებას, ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი ასრულებს. 
შოთა მურღულია, 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნებიდან"  ქუთაისის მერობის კანდიდატად დაასახელა. 
წინასაარჩევნი კამპანიის გამო, შოთა მურღულია დაწერს თუ არა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებს ჯერ უცნობია.
მერიაში განმატავენ, რომ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მურღულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 
თუმცა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს ვალდებულება თანამდებობა დატოვოს იმის გამო, რომ ის მერობის კანდიდატად არის დასახელებული. 

ავტორი: თეკლე მორგოშია