|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობის სამზადისის გამო ქუთაისის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია (Video)

ქუთაისში ორმაისობის სამზადისის გამო  ცენტრალურ ტერიტორიაზე  ტრანსპორტი შეზღუდულად გადაადგილდება. 


აღნიშნული დღესასწაულის გამო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ქალაქის  კეთილოწყობითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 
ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გაზონების მოწესრიგება და ყვავილების დარგვა. 

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება. 
აღნიშნულ დღესასწაულზე მოწვეულები არიან  მთავრობის წარმომადგენელბი. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.  

ავტორი: თეკლე მორგოშია