|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არქიმანდრიტი ლაზარე – დედა პარასკევა სამთავროს მონასტრიდან არავის გაუგდია

სამთავროს დედათა მონასტერში უარყოფენ, რომ დედა პარასკევა მონასტრიდან გააძევეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამთავროს მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) განუცხადა, მას და მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ქეთევანს, დედა პარასკევასთან საუბარი ჰქონდათ. საუბარი მონასტერში დედა პარასკევას სამომავლო საქმიანობას, მორჩილების შეცვლას უკავშირდებოდა, რაც მამა ლაზარეს თქმით, დედა პარასკევასთავის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან დასასვენებლად წასვლა ითხოვა.
"დედა პარასკევამ ექვს მაისამდე დასასვენებლად წასვლა ითხოვა. მონასტრის არაკეთილისმსურველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ჭორი მონასტრიდან მისი გაგდების შესახებ", - აღნიშნა მამა ლაზარემ. მისივე განმარტებით, დედა პარასკევა მონასტრიდან თავისი ნებით წავიდა და 6 მაისს დაბრუნდება. მისი ადგილსამყოფელი არქიმანდრიტისთვის უცნობია.


წყარო: ინტერპრესიუსი

ავტორი: ნიუპრესი