|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საინვესტიციო სააგენტოს შექმნა იგეგმება

ქუთაისში ინვესტორებისა და ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო სააგენტოს შექმნა იგეგმება.
საინვესტიციო სააგენტოს შექმნის შესახებ newpress.ge - სთან ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჭრელაშვილი საუბრობს. 

როგორც ჭრელაშვილი განმარტავს, სააგენტოს მეშვეობით უფრო მოქნილი ბაზა შეიქმნება, რაც ქუთაისში საინვესტიციო გარემოს უფრო ეფექტურს გახდის. 

"თუ შეიქნება ერთიანი ბაზა, მაგალითად იმერეთის, ან ქუთაისის საინვესტიციო სააგენტო, ძალიან კარგი იქნება, როგორც ინვესტორისთვის, ასევე, ქალაქისთვის.  ასეთი სტრუქტურა არის აჭარაშ, ბათუმში და ეფექტურადაც მუშაობს. ასეთი ორგანო არ არის დამოკიდებული ადგილობრივ ბიუჯეტზე, ის იქნება თვითდაფინანსებაზე, დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდულ ფინანსებზე და ასევე, ექნება გლობალური პროექტების მოზიდვის საშუალება. რაც უფრო მეტ შედეგს აჩვენებს ქალაქში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,"-ამბობს ჭრელაშვილი.

მისივე განმარტებით, სააგენტოს შექმნის იდეა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის მისაღებია და სავარაუდოდ საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად უნდა გადაყწდეს. 

ავტორი: ანა ჯანაშია