|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია მთავრობის სახლში გადავიდა

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია, ქალაქში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადავიდა. 

#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა, რომელიც რეაბილიტირებულ უნაბში (პუშკინისქუჩა #14–ში) მდებარეობდა, მიმდინარე წლის იანვარში დაიწვა.  კომისია იანვრიდან ამ დრომდე, მართვის ტერიტორიული ორგანოს "ქალაქ მუზეუმის" შენობაში ფუნქციონირებდა.
კომისია ამ დროისთვის საარჩევნო რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ის წევრებს არჩევენ, რომელთაც საოლქო ნიშნავს.
საოქლო საარჩევნო კომისიაში განმარტევენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე 300-ზე მეტი განაცხადი იყო შესული. 
"საბოლოო შედეგი ხვალ გეცოდინება", - ამბობს #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმიდნარე წლის 15 ივნისს გაიმართება.



ავტორი: თეკლე მორგოშია