ქუთაისელი "ნაციონალი" "ოცნების" მერობის კანდიდატს იგავ-არაკის წაკითხვას ურჩევს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია გოქაძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელა.
"ასეთი განცხადების შემდეგ, ეს ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. თუ ქალაქი არ უყვარს, ამაში ტრაგედია არაფერია, მაგრამ ღირსეულად უნდა მოიქცეს. ყველაზე მეტად გამაოცა მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას პოზოციამ აღნიშნულთან დაკავშირებით. მურღულიამ განაცხადა, რომ მარგველაშვილმა თითქოსდა უხამსად იხუმრა," - განაცხადა გია გოქაძემ საკრებულოს სხდომაზე.
"ნაციონალი" დეპუტატი შოთა მურღულიას სულხან-საბას იგავ-არაკის, "ენით დაკოდილის" წაკითხვას ურჩევს და აცხადებს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი ზურა მარგველაშვილის განცხადების შინაარსს იზიარებს.
"ამ განცხადების შემდეგ მურღულიას მარგველაშვილისთვის განცხადების დაწერა უნდა მოეთხოვა და არა ახსნა-განმარტებები. რადგან ეს არ გააკეთა, გამოდის, რომ მათი პოზოცია ქალაქთან მიმართებაში ერთია და მათ ქალაქი არ უყვართ," - განაცხადა გია გოქაძემ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა