"დასაქმდი და დაასაქმე" - ქუთაისის მერიას პარკინგის ახალ სისტემას სთავაზობენ
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატმა, ადგილობრივ თვითმმართველობას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც ქალაქში პარკირების ახალ რეგულაციებს შეეხება.
გოქაძის ინიციატივით, ქალაქში პარკინგის ადგილები რამდენიმე ლოტად უნდა გაიცეს და მასში მონაწილეობის მიღება მრვალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მაცხოვრებლებსაც უნდა მიეცეთ.
"ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგს და ამით შემოსული თანხა თავიანთ საჭიროებებს უნდა მოახმარონ. მაგრამ რასაკვირველია, ამ თანხმობაზე არ წამოვლენ. რადგან, დიდ ლუკმას არ დაკარავენ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გია გოქაძემ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა