|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსი - არავისთვის დამიცინია, "ნაციონალები" კი ქვეყანას წლების განმავლობაში დასცინოდნენ

ქუთაისის მერის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ მარგველაშვილი, საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის განცხადებას ეხმაურება

ზურაბ მარგველაშვილის განმარტებით, მას  არაფერი დაუშავებია, როგორც საჯარო მოხელეს, რომ თანამდებობა დატოვოს.
"უმჯობესია თანამდებობის დატოვება თავისი თანაგუნდელი "ნაციონალებისთვის" ერჩია. მე არავისთვის არ დამიცინია, "ნაციონალები" ქუთაისს კი არა წლების განმავლობაში ქვეყანას დასცინოდნენ", -ამბობს newpress-სთან საუბარში ზურაბ მარგევლაშვილი. 
ის ირწმუნება, რომ  სკანდალური პოსტი სოციალურ ქსელში კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში დაწერა. თუმცა, საზოგადოებას ამისთვის მაინც მოუბოდიშა. 
"ქუთაისს როდის დავცინე? მაშინ ხომ, არა როცა სოციალური სფერო, რომელიც საღორეზე მეტად მოუწესრიგებელი იყო, მოვასწერიგე და განცხადებები მაქსიმალურად დავაკმაყოფილე?", - აცხადებს მარგველაშვილი. 
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პოსტი, რომელმაც საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, 19 აპრილს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მარგველაშვილი წერს: "მიყვარს თბილისი აღდგომის წინა დღეებში. არც პროპკები, არც ქუთაისლები.. ნირვანააააა"

ავტორი: თეკლე მორგოშია