|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, შესაძლოა, გია თევდორაძე იყოს

"ნაციონალურმა მოძრაობაში" ქუთაისის მერობის კანდიდატის შესარჩევი კონსულტაციები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ, კახიონოურის მინიციპალიტეტის მოსაახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

თევდორაძის განცხადებით, თუ ვიზე გაკეთდება საბოლოო არჩევანი, ამის შესახებ მიმდინარე წლის 8 მაისს, პარტიის დიდ შეკრებაზე გახდება ცნობილი.
"ყველა ღირსეული კანდიდატია, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება 8 მაისს გახდება ცნობილი", - განაცხადა გია თევდორაძე.
"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახიონოურის და ავტოქარხნის უბნის მაჟორიტარი კანდიდატები უკვე დაასახელა.
როგორც გია თევდორაძემ განაცხადა, ავტოქარხანაში ორი საარჩევნო ოლქი იქნება, სადაც მაჟორიტარ კანდიდატებად კახა ხვარეშია და გაგა მანაგაძე დასახელდნენ.
კახა ხვარეშია ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი იყო, ხოლო რაც შეეხება გაგა მანაგაძეს, ის "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეა.
"მიმდინარე წლის არჩვენებზე ჩვენი ორგანიზაცია ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი," – განაცხადა გია თევდორაძემ.  

ავტორი: დეა მანაგაძე