ქუთაისში ორმაისობის დღესასწაული ქალაქის დალოცვით დაიწყო
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაული ბაგრატის ტაძრის ეზოში ქალაქის დალოცვლით დაიწყო.
ქალაქი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.
სასულიერო პირებთან და მრველთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ორმაისობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებით, ხელისუფლება ცდილობს ქალაქის ტრადიცია ღირსეულად გააგრძელოს.
ქალაქის დალოცვის გარდა, ბაგრატის ტაძარში ჩოხოსნები აკურთხეს. ჩოხოსანთა რიგებს კიდევ 4 არასრულწლოვანი და 6 ქალბატონი შეემატა.
"ერთად ყოფნა და სიყვარული გადაგვარჩენს. ჩვენ ის ხალხი ვართ. რომლებიც პოლიტიკაში არ ვერევით. მაგრამ თუ პატრიარქი მოგვიწოდებს, მის ლოცვა-კურთხევას ყოველთვის დავიცავთ", - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ქუთაისი-იმერეთის სადროშოს წინამძღოლმა, ლევან როხვაძემ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა