დავით უსუფაშვილი – კარგია მივდივართ წინ, მაგრამ წარსული არ უნდა დაგვავიწყდეს
ქუთაისის ილია ჭავჭავაძიის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას დღეს, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენეტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ორმაისობის დღეასასწაულთან დაკავშირებით 50-მდე უნიკალური წიგნის გამოფენა მოეწყო. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალიდან, კონკრეტულად, საჯარო ბიბლიოთეკა ისტორიის და წიგნის პატივისცემის გამო შეარჩია.
"მიუხედავად დატვირთული საკანონმდებლო დღისა, შეუძლებელი იყო ქუთაისელების სიხარული არ გამეზიარებინა. დღევანდელი დღესასწაული არის სიყვარულის, სიკეთის და გაზაფხულის დღესასწაული. ეს გამოფენა ჩვენს ისტორიაზე მეტყველებს. კარგია მივდივართ წინ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბიბლიოთეკაში ვიზიტისას დავით უსუფაშვილმა განახცადა, რომ პარლამეტი კვლავაც გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკის პატრონაჟს.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი უძველესი წიგნებიდან ყველაზე უძველესი 1596 წელს ფრანკფურტში დაბეჭდილი წიგნი იყო.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა