ბაღდათში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მობილიზება მიმდინარეობს
ბაღდათის ცენტრში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მობილიზება დილიდან მიმდინარეობს. მობილიზებულია ასევე, რამოდენიმე ერთეული სატრანსპორტო საშუალებაც.
ბაღდათში შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, დროშებითა და ტრანსპარანტებით, ქუთაისში კოალიციის წინასააარჩევნო აქციას შეუერთდებიან, რომელიც დღეს, 17 საათზე ბალახვანში ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება.
"ქართული ოცნების" წინასააარჩევნო აქციას იმერეთის რეგიონში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
დღევანდელ აქციაზე "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა