|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის გარეუბნებში მიტოვებული შენობები საბინაო ფონდისთვის იქნება გამოყენებული

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის, შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისში გამოუყენებელი შენობები საბინაო ფონდისთვის იქნება გამოყენებული. აღნიშნულის შესახებ მურღულიამ ქუთაისში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გადაწყდა, რომ ქუთაისის გარეუბნებში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოყენებული იქნება საბინაო ფონდისთვის და მოემსახურება ამ სტატუსის ადამიანებს," - განაცხადა შოთა მურღულიამ, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულელბს.

ქუთაისში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრა, ბალახვაში მიმდინარეობს, სადაც პრემიერ მისინსტრმა იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" კანდიდატები დაასახელა.

ავტორი: ნიუპრესი