ცესკოს რეგისტრაციის მიზნით 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა
                                                                                                                     
                
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ცესკოს, რეგისტრაციის მიზნით, 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.
"თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით დარეგისტრირდა 26 პოლიტიკური გაერთიანება, ხოლო 6-ს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე რეგისტრირებულია 2 საარჩევნო ბლოკი: ”ქართული ოცნება”და ”არასაპარლამენტო ოპოზიცია”. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს 3 მაისის ჩათვლით უნდა წარმოედგინათ განაცხადი საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე
ბლოკების შექმნის მიზნით კომისიაში, ზემოაღნიშნული ვადის გათვალისწინებით დამატებით ორი განაცხადია შემოსული: რეგისტრირებული პარტიებიდან ბლოკის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შექმნის თაობაზე ცესკოს, პ/გ-ამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ მომართეს; ხოლო ”თვითმმართველობა ხალხს” ბლოკის შექმნის მოთხოვნით, კომისიაში განაცხადი შემოიტანეს პარტიებმა - ”ევროპელი დემოკრატები”და ”სამართლიანი საქართველოსთვის”.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება," - აცხადებენ ცესკოში.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















