შოთა მურღულია შვებულებაში გავიდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო შვებულებაში გავიდა. მერის მოვალეობას კი ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი, 15 ივნისის არჩევნების დასრულებამდე შეასრულებს.
შოთა მურღულია ქუთაისის მერობის კანდიდატია "ქართული ოცნებიდან".
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს ვალდებულება თანამდებობა დატოვოს იმის გამო, რომ ის მერობის კანდიდატად არის დასახელებული. თუმცა, მურღულიამ აღნიშნული უფლებამოსილების შესაწყვეტად შვებულება გამოიყენა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა