ქუთაისელი "პატრიოტები" - მზადყოფნაში ვართ არჩევნებისთვის
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
ქუთაისელი "პატრიოტების" განცხადებით, მათ როგორც ქალაქის მერობის კანდიდატი და ასევე, ათივე სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ.
"ჩვენ სრულიად მზადყოფნაში ვართ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ამ დროისთვის კი კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება ქალაქის მერობის კანდიდატი. რომელიც, ჩამოყალიბებული და მეურნე ადამიანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა ქუთაისელი", - ამბობს ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლი, გოგიტა გოგელაშვილი.
ქუთაისის საკრებულოში "საქართველოს პატრიოტთა ალიანისი" ორ ფრაქციად არის წარმოდგენილი. ფრაქცია "პატრიოტები" და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". თითოეული ფრაქცია, სამ-სამი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
გოგიტა გოგელაშვილი ირწმუნება, რომ ადამიანური რესურსი საკმარისი აქვთ, იმისათვის რომ არჩვენებში მონაწილეობა მიიღონ.
"ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ადამიანური რესურსის. ქუთაისში 300 ადამიანი არის რეგისტრირებული ჩვენს პარტიაში", - აღნიშნავს გოგელაშვილი.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქუთაისში 2013 წელს ჩამოყალიბდა. რომელიც ადგილობრივი საკონონმდებლო ორგონოს ყოფილი "ნაციონალი" წევრებით დაკომპლექტდა. თუმცა, მოგვიანებით "პატრიოტთა ალიანსის" რიგმა დეტუტატებმა დატოვეს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა