|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" – "ჭამე ნოდარის" ნაცვლად მივიღებთ "ჭამე შოთას"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ორმაისობის დღესასწაულზე საზეიმო სადილისთვის თანხის დახარჯვას აპროტესტებს.

გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში ორმაისობის დღესასწაული რესტორან "გრანდ პალასში" გარანდიოზული საზეიმო სადილით დასრულდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.
"ქალაქში, სადაც  მოსახლეობის 70 პროცენტი იღვიძებს იმ ოცნებით, ოჯახი რითი გამოკვებოს, ამდენი თანხის ხარჯვა ქეიფსა და სტუმრების ღრეობაში დანაშაულია ქუთაისელების წინაშე. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, "ჭამე ნოდარის" ნაცვლად მივიღებთ "ჭამე შოთას," – აცხადებს გოგი წულაია.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორმაისობა გიმნაზიელი გოგონების მიერ დაწესებული ქველმოქმედებისა და კაცთმოყვარეობის დღესასწაული იყო.
"ორმაისობა ჯერ კომუნისტებმა გადააქციეს პომპეზურად. მათი ეს ტრადიცია გააგრძელა "მოქალაქეთა კავშირმა", შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ახლა წარმატებით აგრძელებს "ქართული ოცნება", – აღნიშნავს წულაია.

ავტორი: დეა მანაგაძე