|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო უბნები 4-ით შემცირდა

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში, საარჩევნო უბნების რაოდენობა 123 იქნება. რაც 4-ით ნაკლებია წინა არჩევნების დროს არსებული უბნების რაოდენობაზე.

#59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნების შემცირება გარკვეული მიზეზების გამო მოხდა. მისივე ინფორმაციით, ოთხი გაუქმებული უბნიდან ერთი, ამომრჩველის სიმცირის გამო, სხვა საარჩევნო უბანს შეუერთდა. #84 საარჩევნო უბანი კი, რომელიც კოპიტნარში იყო განთავსებული, წყალტუბოში გადავიდა.

რაც შეეხება, გამარჯვების მუნიციპალიტეტში არსებულ #19 და #127-ე საარჩევნო უბნებს, ისინი რეგისტრაციის გარეშე არსებული ამომრჩევლის გამო გაუქმდა.

"მიმდინარე წელს რეგისტრაციის გარეშე  არსებული ამომრჩევლები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მათ ეძლევათ ვადა, 2014 წლის 28 მაისამდე, რომ თავიანთი ფაქტობრივი საცოხვრებელი მისამართები დაარეგისტრირონ სამოქალაქო რეესტრში," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ოსეფაიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისში თორმეტ საარჩევნო უბანს დაქირავებულ ფართებში მოუხდება ფუნქციონირება.  

ავტორი: დეა მანაგაძე