ორშაბათი, 02 ივნისი, 2025 წელი 21:34:05
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს წევრობა 12 დამოუკიდებელ კანდიდატს სურს

ქუთაისის #59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს წევრობის კანდიდატი თორმეტმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აქედან კომისიამ მხოლოდ ცხრა განცხადება დაარეგისტრა. დარჩენილ სამ საინიციატივო ჯგუფს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა 6 მაისამდე აქვთ.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატები არიან: არჩილ იაშვილი, ნესტან დანელია, რუსლან ხონელიძე, გრიგოლ გუმბერიძე, მამუკა ჩიხლაძე, გიორგი ხაზარაძე, პაატა მილორავა, როსტოპმ ერგემლიძე და ნუგზარ კუხიანიძე. 

ავტორი: დეა მანაგაძე