NDI - ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ქუთაისში უმუშევრობა დასახელდა
                                                                                                                     
                
NDI-მ თავისი კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელმაც საზოგადოების განწყობები ასახა. კვლევა მიმდინარე წლის 26 მარტი 18 აპრილის პერიოდს ეხება.იგი NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით,რომელმაც მოიცვა სოფლები, დაბები და 12 ქალაქი, მათ შორის ქუთაისი. კვლევის პროცესში 4000 ადამიანი გამოიკითხა, ქუთასიში - 300-400 რესპოდენტი.
ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ  საკითხებად სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა
და სიღარიბე დასახელდა. სამუშაო ადგილებს - 58%, ტერიტორიულ მთლიანობას - 37%, სიღარიბეს-
28% ერგო.ეროვნულ საკითხთა შორის ქუთაისში ასევე  მოისაკლისებენ ხელმისაწვდომ
სამედიცინო მომსახურებას. 
2012 წლის ოქტომბრიდან თუ როგორ შეიცვალა მდგომარეობა
ქუთაისში სამუშაოა ადგილების კუთხით, გამოკითხულთა 56% თვლის, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა,
41%, რომ გაუარესდა და მხოლოდ 3%-ს მიაჩნია რომ გაუმჯობესდა. მდგომარეობის გაუარესების
კუთხით ყველაზე დიდი მაჩვენებელი შეეხო ფასების ზრდას და ინფლაციას 61%. 
რამდენად განიხილავენ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების საკითხს? ამ კითხვას ქუთაისელ გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა რომ ნაკლებად, ასევე ნაკლებად განიხილავენ სიღარიბეს,
ინფლაციის პრობლემას და ხელფასებს. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივი საკითხების პირველ
სამეულში ქუთაისში კომუნალური მომსახურების ღირებულება(51%), ასევე ადგილობრივი
სამედიცინო მომსახურება (28%) და წყალნომარაგება(29%) მოხვდა. 
2012 წლის შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა გამოკითხულთა
აზრით შემცირდა 51%-ით, ამასთან ერთად ქუთაისელთა 67% არ თვლის თავს დასაქმებულად. 
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















