NDI - ქუთაისში გამოკითხულთა 56% თვლის, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია
                                                                                                                     
                
NDI-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.კვლევის თანახმად (რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტი 18 აპრილის პერიოდს ეხება) ქუთაისელ რესპოდენტთა აზრით, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 44% თვლის, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება, სამაგიეროდ 25%-ს მიაჩნია, რომ ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19%-ის აზრით ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ქუთაისელ რესპოდენტთა 47%-ის აზრით საქართველოში არ არის დემოკრატია, თუმცა 38% მაინც მიაჩნია რომ - კი. რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა 11% (რომელიც უტოლდება ეროვნულ მაჩვენებელს) თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 56%-სთვის მნიშვნელოვანი (რაც 5 პროცენტით უსწრებს ეროვნულ მაჩვენებელს), სამაგიეროდ ნეიტრალურია -19 %. გამოკითხვის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების, პატიმრების უფლებები, ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები, სამაგიეროდ აქაც უმცირესობაში მოხვდნენ სექსუალური უმცირესობები.მათი უფლებების დაცვას მხოლოდ 20 პროცენტი თვლის მნიშვნელოვნად, ხოლო 27% უმნიშვნელოდ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















