საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეკლესიაში ქუთაისში დადის- NDI-ის კვლევა
                                                                                                                     
                
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს - როგორც აღმოჩნდა 400 გამოკითხული ქუთაისელიდან ამის შესახებ მხოლოდ 20%-მა იცის, 74 %- სთვის კი უცნობია ეს ფაქტი. აღნიშნულ მონაცემებს ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი ( NDI) აქვეყნებს. კვლევის თანახმად სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის 25 მილიონით დაფინანსებას ამართლებს ქუთაისელთა 70%, რაც ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით 15 %- ით მეტია. ამ ფაქტს არ ამართლებს გამოკითხულთა 17 %. ამბროლაურში კიდევ უფრო შორს მიდიან და 77% იწონებს ბიუჯეტიდან 25 მილიონის გადახდას საპატრიარქოსთვის. სხვა რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარის გამოყოფას ქუთაისელთა 39% ამართლებს, ხოლო -37% არა. ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას გამართლებულად მიიჩნევს 46%, გაუმართლებლად -36%. ასევე კამპანაის "ეს შენ გეხება" ქუთაისელთა 56 % ეთანხმება, 20%- არა. საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს ქუთაისელთა 80-ს და მხოლოდ 14% მიიჩნევს ამ ურთიერთობას მისაღებად. სამაგიეროდ გამოკითხულთა77 პროცენტს სურს ევროკავშირის წევრობა.
მნიშვნელოვან და ძალიან მნიშვნელოვან საკითხთა სიაში
მოხვდა რელიგიური მრწამსის თანახმად ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება. როგორც
აღმოჩნდა ქუთაისში გამოკითხვაში მონაწილეთა 35%-სთვის რელიგიური მრწამსის თანახმად
გადწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია - 56%- სთვის, ნეიტრალურია
8%. 
ქუთაისი პირველი აღმოჩნდა ეროვნული მასშტაბით საეკლესიო
მსახურებებზე დასწრების კუთხით. კითხვაზე  რამდენად
ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას(ქორწილისა და გასვენების გამოკლებით) ქუთაისელთა
36% პასუხობს რომ კვირაში ერთხელ ან მეტჯერ, სამაგიეროდ  ეროვნული მასშტაბით ამ აქტივობით მხოლოდ 13%-ია დაკავებული.
აღნიშნული კველვა NDI -მ მიმდინარე წლის 26 მარტი 18  აპრილში ჩაატარა.კვლევა  საქართველოს მაასშტაბით განხორციელდა და მოიცვა სოფლები,
დაბები და  12 ქალაქი, მათ შორის ქუთაისი. გამოიკითხა
4000 ადამიანი, ქუთასიში -  300-400 რესპოდენტი. 
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















