|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა გვარამია - წინა ხელისუფლების მანკიერ ტრადიციას განუხრელად დაადგა ახალი ხელისუფლებაც

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული, - აღნიშნულის შესახებ, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"წინა ხელისუფლების მანკიერ ტრადიციას, რომელიც მის მიერვეა აღიარებული დღეს, განუხრელად დაადგა ახალი ხელისუფლებაც. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ პირველ რიგში ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური ცვლილებები, ჩვენ შემთხვევაში ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - წამყვანი ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტის აუდიო ვიზუალურ თვალთვალს. რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდოს ვიდეომასალა, სადაც თვალნათვლივ ჩანს როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს ორ ფაილს. მედიას მივცემთ თითო წუთიან ამონაკრებს. დანარჩენზე არის პირადი ხასიათის დეტალები, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ", - აღნიშნა გვარამიამ. 

მანამდე გვარამიამ ბოდიში მოიხადა, რომ  მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია ეს ჩანაწერები ლეგიტიმური გზით იყო მოპოვებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მაშინ არასწორად, რითაც ბევრი ადამიანის ფუნდამენტური უფლება შეილახა, განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ სამი მოთხოვნა დააყენა ხელისუფლების წინაშე: შეწყდეს რუსთავი2-ის თვალთვალი, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდნენ დამნაშავეები. მომავალში ნებისმიერი სახისა და შინაარსის აუდიო და ვიდეო მასალის ნებისმიერი გზით გავრცელებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

 გვარამიას ინფორმაციით ჩანაწერები 2013 წლის  ივნისშია გაკეთებული. 

ავტორი: ნიუპრესი