იმერეთში გუბერნატორის მრჩეველთა საბჭო დაიწყებს ფუნქციონირებას
დღეიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მრჩეველთა საბჭო დაიწყებს ფუნქციონირებას.
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, მრჩეველთა საბჭოს წევრებს დღეს 12 საათზე დაასახელებს, პირველი მოადგილე სალომე იობიძემ კი სათათბირო ორგანოს შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციას გამართავს.
მრჩეველთა საბჭოში სულ 30 ადამიანი იმუშავებს, 24 მათგანი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, 6 კი - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელია.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მრჩეველთა საბჭო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, ხოლო მისი წევრები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
"საბჭოს წევრების საქმიანობა მრავალფუნქციური იქნება. ისინი შეიმუშავებენ საზოგადოებრივი საკითხების განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო პროგრამას, მოახდენენ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზს, ხელს შეუწყობენ მედიის, ტურიზმის, კულტურის, თეატრალური დასებისა და ახალგაზრდებისათვის შემეცნებითი ხასიათის აქტივობების დანერგვას. საბჭოს წევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის გზებსა და კონრეტულ რეკომენდაციებს," - აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა