|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი ჭიჭინაძე: ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტზე განმარტებებს აკეთებს. ჭიჭინაძე აურყობს ყოფილ დირექტორთან კონფლიქტის არსებობას. ასევე არ ადასტურებს, რომ ვედმედევას გათავისუფლება მთავრობიდან მოსთხოვესთუმცა არ უარყოფს, რომ ვედმედევას თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დაატოვებინა.

,მართალია ქალბატონი ხატია ეცადა გაეკეთებინა ყველაფერი ის, რისთვისაც  იყო წარდგენილი ამ თანამდებობაზე, ეს ფინანსების მოზიდვა გახლავთ. თუმცა მისი მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. იგი  ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებული მუშაობისთვის, მისი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გაუმართლებელია  ხატია ვედმედევას ოპერის დირექტორობა. შესაბამისად მე მას შევთავაზე თანმდებობდა დაეტოვებინა", -   აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ რომ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ პოსტი დღეს დატოვა. ვედმედევამ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან პიროვნული დისკრედიტაციით ახსნა.

ავტორი: ნიუპრესი