9 მაისის აღსანიშნავად ქუთაისში 63-მა ვეტერანმა ბიუჯეტიდან 100-100 ლარი მიიღო
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან მიმდინარეობს. იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, სახლში მოინახულეს და ნობათი მიუტანეს.
დღესვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება საბრძოლო დიდების მუზეუმშიც გაიმართა.
დღესვე ვეტერანებისათვის სადღესასწაულო სადილიც მოეწყო.
თითოეულმა ვეტერანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 100 ლარი მიიღო.
ქუთაისში ამ დროისათვის სულ 63 ვეტერანი ცხოვრობს.
"ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამინი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მათ გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ბევრი გმირი დაბრუნდა. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და დაფასებულად იგრძნონ თავი,“ -განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა