ქუთაისში გასართობი ცენტრი "სულიკო" კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გახდება
ქუთაისში არსებული გასართობი ცენტრი "სულიკო" ფუნქციონირებას იწყებს, გარკვეული სტატუსის ცვლით. "სულიკოს" შენობაში ახალგაზრდული ცენტრი დაიწყებს მუშაობას, სასწავლო საგანმანათლებლო ფუნქციით. ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებელი იფუნქციონირებს და გასართობზე მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო როლს მიიღებს.
"სულიკოს" მფლობელს შევთავაზეთ იდეა ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის დაფუძნების. მან მოიწონა იდეა და ახალგაზრდული ცენტრის გაკეთებისა და განხორციელების საშუალება მოგვცა", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
ცენტრში იმუშავებს მაკიაჟის სკოლა (ანუკა მურვანიძის ხელმძღვანელობით). სამკერვალო სტუდია, რომელსაც ასოცირებული პროფესორი ნატო მიქავა უხელმძღვანელებს, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის ფილიალი. ასევე, ტელეჟურნალისტიკის სკოლა, სამხატვრო სკოლა, სამი სახეობის ცეკვის სტუდია და სხვა სტუდიები კომპლექსურად განთავსდება ერთ შენობაში.
"ცენტრი უპასუხებს ახალგაზრდების მოთხოვნას და მზად არის მოახდინოს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება",
- განმარტავს ნატალი პატარიძე.
ცენტრში მსურველებს სექტემბრიდან ელოდებიან.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი