"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს ბრალს დოკუმენტაციის გაყალბებაში დებენ
ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს. მერი კახიანის ბრალდებით მურღულიამ 2014 წლის 10 მარტს გაყალბებული დახასიათება გადასცა, რომელიც მან სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად მერიისგან გამოითხოვა.
კახიანის ინფორმაციით, მერიისგან მიღებულ დოკუმკენტში მითითებულია, რომ მას მერიის ეკონომიკურ სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია ეჭირა. თუმცა, კახიანი იწმუნება, რომ ის აღნიშნულ სამსახურში კონკრეტული მიმართულებით, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც არ გაუქმებულა.
მერი კახიანი ამბობს, რომ ეკომონიკური სამსახურის მიერ 2014 წლის 7 მარტს გაცემული ნამდვილი დახასიათება, შოთა მურთულიამ გააყალბა.
"მურღულიას სიტყვებს ვციტირებ - "ჩვენ რომ ნამდვილი დახასიათება გავცეთ, მერიამ უნდ აღიაროის სარჩელი მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე". მურღულიას არ აქვს კანონიერი და მორალური უფლება, რომ იყოს ქუთაისის მერობის კანდიდატი. ნის ყველანაირად ცდილობს ხელი შემიშალოს სიმართლის დამტკიცებაში," - აცხადებს მერი კახიანი.
მერი კახიანი ქუთაისის მერიაში 2013 წლის 21 ივნისს, დიმიტრი კოპალიანის მერობის დროს ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. საქალაქო სასამართლომ კახიანის გათავისუფლების ბრძანება გააუქმა, ხოლო მისი სამსახურში აღდგენის სარჩელი მერიას უკან დაუბრუნა.
ქუთაისის მერიის იურისტი განმარტავს, რომ კახიანის დახასიათებას შოთა მურღულია არ აწერს ხელს და მას ადმინისტრაციული სამსახურის მაშინდელი უფროსის, პაატა ლილუაშვილის ხელმოწერა აქვს.
"ეკონომიკური სამსახურის ფუნქციაში არ შედის დახასიათების გაცემა. ეს არის ადმინისტრაციული სამსახურის პრეროგატივა და მის მიერ გაცემულ დოკუმენტში ყველა რეალური ფაქტია ასახული," - ამბობს ქუთაისის მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა