პიკასოს სურათი $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა
ნიუ იორკის სოტბის აუქციონზე, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს სურათი "ხსნა " (Le Sauvetage) $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სურათის სავარაუდო ღირებულება $ 14 - 18 მილიონი დოლარი იყო. პიკასოს სურათი "ხსნა", 1932 წელს არის შესრულებული და ითვლება მხატვრის ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და ბრწყინვალე ნამუშევრად. ნახატზე გამოსახულია მარი-ტერეზე ვალტერის წყლიდან ამოყვანის სცენა.
აუქციონზე გამოფენილი იყო პიკასოს 13 ნამუშევარი, მათგან ზოგიერთი ვერ გაყიდა.
მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















