|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურამ "განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გადაცემაში აღნიშნული ფარული ჩანაწერებიდან მცირე ამონარიდები გასაჯაროვდა. ჩაწერილია  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია,ასევე რამოდენიმე ბიზნესმენი და სხვები.  

ჩანაწერები ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. 

წყარო:interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი