|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" სამტრედიის გამგებლობის კანდიდატი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სამტრედიის მოქალაქეებზე ზრუნვა იქნება

დღეს, სამტრედიაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ვალერი ფოცხვერია და ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული კანდიდატები სუფთა წარსულის მქონე, ღირსეული ადამინები არიან.

როგორც „ქართული ოცნების“  სამტრედიის გამგებლობის კანდიდატი ვალერი ფოცხვერია ამბობს, 15 ივნისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მისი გამარჯვებისა და  გამგებლად არჩევის შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი სამტრედიის მოსახლეობისთვის პრობლემების გადაწყვეტა იქნება.   

„ჩვენი მთავარი სლოგანი ამ არჩევნებში არის - მეტი სიახლოვე ხალხთან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სამტრედიის მოქალაქეებზე ზრუნვა იქნება,“- ამბობს „ქართული ოცნების“ სამტრედიის გაგმებლობის კანდიდატი  ვალერი ფორცხვერია.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სამტრედიის  გამგებლობის კანდიდატი,  სამტრედის მოქალაქეებისთვისაც მისაღებია.

„ძალიან მოგვწონს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი.  ჩვენ მხარს ვუჭერთ ვალერი ფოცხვერიას და მისი დიდი იმედი გვაქვს,“-ამბობს ადგილობრივი ლიანა ნიქაბაძე.(R)

ავტორი: ანა ჯანაშია