|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა ავტოქარხანაში

,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ დღეს, საკრებულოს კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი , პროფესიით პედაგოგი მურმან გუბელაძეა. ავტომშენებლის მაჟორიტარი კანდიდატი კი, ეკონომისტი ბექა ყანჩელი. „ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა კარგი ოჯახის შვილები არიან. კარგ ოჯახისშვილობას ყოველთვის გავუსვამ ხაზს. მე ვამაყობ ჩემით ოჯახით და ეს ადამიანებიც საამაყოები არიან ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები პროფესიონალები არიან თავიანთ საქმეში", -ასე დაახასიათა შოთა მურღულიამ კანდიდატები ამომრჩევლებისთვის წარდგენისას.

მურღულიას თქმით, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეულია.
"ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლება. ვისაც აირჩევთ ვაკონტროლოთ და ყველა დანაპირების შესრულება მოვთხოვოთ. თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობით გვეძლევა საკუთარი ქალაქის ბედის გადაწყეტის საშუალება. ,,ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელსაც შეუძლია მოსახლეობის პრობლემები დაინახოს და რეალურად გადაჭრის გზები დასახოს“, - განაცხადა "ოცნების" მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ.
მან კანდიდატებთან ერთად, ავტომშენებლიდან ავტოქარხანამდე ფეხით გავიდა და გზად მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
შოთა მურღულიამ გუშინ ნიკეასა და ვაკისუბნის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატები წარადგინა. 
 ,,ქართული ოცნების“ მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო ნომერი 41-ია. (R)
იხილეთ ფიტორეპორტაჟი.

ავტორი: თეკლე მორგოშია